Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 139

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 139. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზომები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო კომისიასთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, ამ კანონის 132-ე მუხლის შესაბამისად შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმებს და ამ კანონის 143-ე მუხლის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობას. ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ნორმები სხვა საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს: ა) დაცული მომხმარებლების იდენტიფიკაციას; ბ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს დაცული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად სულ მცირე შემდეგ შემთხვევებში: ბ.ა) 7-დღიან პიკურ პერიოდში არსებული უკიდურესი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.ბ) არანაკლებ 30-დღიან პერიოდში ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც, სტატისტიკური ალბათობის მიხედვით, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ვლინდება; ბ.გ) ზამთრის ჩვეულებრივ პირობებში არანაკლებ 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში გაზის ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საწარმოების იდენტიფიკაციას; დ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი სხვადასხვა ჯგუფის იდენტიფიკაციას (რისკის შეფასებას); ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი რისკების შემცირების ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების სავარაუდო სცენარების მოდელირებას, ბუნებრივ გაზზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნისას, ძირითადი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების საშუალების/წყაროს გაუქმების შემთხვევებისთვის; ვ) ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების შესახებ შემუშავებული ანგარიშის შინაარსს; ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოებისთვის და სხვა შესაბამისი ორგანოებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, ბუნებრივი გაზის სისტემის უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ჩათვლით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე მიღებული ყველა ზომა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ კონკურენციას და ფასებთან დაკავშირებულ სიგნალებს არ უნდა ზღუდავდეს იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია. ამასთანავე, აღნიშნული ზომები ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებს, მათ შორის, ახალ მონაწილეებსა და მცირე საბაზრო წილის მქონე საწარმოებს, არაგონივრულ ტვირთს არ უნდა აკისრებდეს. ასეთი ზომების მიღება უნდა დასაბუთდეს საბოლოო მომხმარებლებზე მათი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენისა და ბუნებრივი გაზის ფასზე მათი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით.

3.ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება ბუნებრივი გაზის მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე ასეთი მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკური შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ტექნიკური წესებით.

წინა მუხლი 138შემდეგი მუხლი 140

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 132მუხლი 143მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 140მუხლი 143

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 143ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
  • 142ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება
  • 82გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 49კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 24ქიმიური უსაფრთხოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²8⁸12245¹9584824913214397140142139
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …პროდუქტის უსაფრთხოების…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026