Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 95

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 95. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით.

2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები განსაზღვრავს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად; ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტში ჩატვირთული და ამ ობიექტიდან გადმოტვირთული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობას; თ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.

3.გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ხოლო   გადასინჯავს  და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გათხევადებული ბუნებრივი  გაზის  სისტემის  ოპერატორის  შუამდგომლობით  ან  თავისი ინიციატივით − გათხევადებული   ბუნებრივი  გაზის  საცავის  სისტემის ოპერატორთან  კონსულტაციის  შემდეგ.  გათხევადებული  ბუნებრივი  გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას  და  გათხევადებული   ბუნებრივი გაზის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო  მონაწილეობას.

4.გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით. 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები განსაზღვრავს: ა) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად; ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტში ჩატვირთული და ამ ობიექტიდან გადმოტვირთული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობას; თ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს. 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ხოლო   გადასინჯავს  და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გათხევადებული ბუნებრივი  გაზის  სისტემის  ოპერატორის  შუამდგომლობით  ან  თავისი ინიციატივით − გათხევადებული   ბუნებრივი  გაზის  საცავის  სისტემის ოპერატორთან  კონსულტაციის  შემდეგ.  გათხევადებული  ბუნებრივი  გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას  და  გათხევადებული   ბუნებრივი გაზის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო  მონაწილეობას. 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    95-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისიას, გარდა დამტკიცებისა, მიენიჭა წესების გადასინჯვისა და მათში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ოპერატორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ოპერატორის მიერ დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის ფორმულირება ახლებურად დალაგდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 94შემდეგი მუხლი 96

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 94მუხლი 96

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 92გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 94გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
  • 89ბუნებრივი გაზის საცავის წესები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 2ძირითადი პრინციპები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 6ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება
  • 2ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²625¹95192849496928995
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026