არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 5. სპეციალიზებული სფეროები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად და მისი გავლის ადგილები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ სფეროებში: ა) საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სფეროში; ბ) სამშენებლო, სარემონტო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ სფეროებში; გ) პროგრამირების, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) და ნავიგაციის მიმართულებებით, აგრეთვე სხვა ტექნიკური დარგების დამხმარე სფეროებში; დ) ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, სამედიცინო პერსონალის დამხმარე სფეროებში; ე) ჰუმანიტარული და სოციალური ტიპის დამხმარე სფეროებში.

2.სახელმწიფო კომისიის მიერ პირის ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობაში ჩაბმა ამ პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლად მიიჩნევა.

3.საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სპეციალიზებული სფეროების გათვალისწინებით დადგენილებით განსაზღვრავს იმ სუბიექტებისა და სამუშაო ადგილების ნუსხას, სადაც პირმა უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.

4.საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პირმა, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, განახორციელოს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია ან შეასრულოს სეზონური სამუშაო მოსავლის აღების დროს ან იგი დასაქმდეს სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე.

5.პირის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სახეობას და სამუშაო ადგილს, სადაც მან უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, შესაბამისი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სათანადო მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს სახელმწიფო კომისია.

6.სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1384 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2626 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3584 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №853 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  3. მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში ნუსხისა და სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცება პრეზიდენტისგან მთავრობას გადაეცა, ხოლო მე-4 პუნქტში დასაქმების გადაწყვეტილებას ახლა იღებს მთავრობა ან/და პრემიერ-მინისტრი; მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში ამოღებულია სიტყვა „საქართველოს“.

  4. მე-5 მუხლის ბოლოს დაემატა წინადადება, რომლის მიხედვით სამსახურის გავლა შესაძლებელია სამხედრო ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში სამოქალაქო თანამდებობაზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
411356¹131234839471645
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს აღმასრულებ…სამოქალაქო უსაფრთხოები…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა