საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 24. მოხელის გამოსაცდელი ვადა

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით.

3.გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.

4.გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ; ბ) პარლამენტის მიერ არჩეული ან დანიშნული მოხელის მიმართ; ბ 1 ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ ; ბ 2 ) პრემიერ - მინისტრის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ ; ბ 3 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეთა მიმართ ; გ) (ამოღებულია – 29.06.2012, №6611) . დ) (ამოღებულია – 29.06.2012, №6611) . ე) დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. 3. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ; ბ) პარლამენტის მიერ არჩეული ან დანიშნული მოხელის მიმართ; ბ 1 ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ ; ბ 2 ) პრემიერ - მინისტრის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ ; ბ 3 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეთა მიმართ ; გ) (ამოღებულია – 29.06.2012, №6611) . დ) (ამოღებულია – 29.06.2012, №6611) . ე) დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 1 ივლ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2013 – 1 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2012
  2. მე-4 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „ბ 3“ ქვეპუნქტი, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეებს ეხება.

  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    24-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა ორი ახალი ქვეპუნქტი — პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მოხელეების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6414²⁵11⁷11⁶173345531125 (და…151824
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს სისხლის სა…