საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 23. სამსახურის ვადა

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი – მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი (ექსპერტი), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით; გ 1 ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადით; დ) პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი და თანაშემწე, აგრეთვე პარლამენტის წევრის თანაშემწე – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეთა, მათ მოადგილეთა, კომისიების თავმჯდომარეთა თანაშემწეები – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 2 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადით ; ე) მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ე 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მოადგილეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ვ) მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ვ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – დავალების შესრულების ვადით; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოსამსახურე.

3.თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, გარდა პრეზიდენტის თანაშემწისა და მრჩევლისა, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ.

4.დროებით არმყოფი მოხელის იმ თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნული მოხელის მოვალეობის შემსრულებელმა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2423 - ვებგვერდი, 22.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი – მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი (ექსპერტი), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით; გ 1 ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადით; დ) პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი და თანაშემწე, აგრეთვე პარლამენტის წევრის თანაშემწე – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეთა, მათ მოადგილეთა, კომისიების თავმჯდომარეთა თანაშემწეები – შესაბამისი უფლებამოსილების ვადით; დ 2 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადით ; ე) მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ე 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მოადგილეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ვ) მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი – არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით; ვ 1 ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით ; ზ) შტატგარეშე მოსამსახურე – დავალების შესრულების ვადით; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოსამსახურე. 3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, გარდა პრეზიდენტის თანაშემწისა და მრჩევლისა, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ. 4. დროებით არმყოფი მოხელის იმ თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნული მოხელის მოვალეობის შემსრულებელმა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2423 - ვებგვერდი, 22.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2013 – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

  4. 25 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

  5. 2 იან. 2011 – 25 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 23-ე მუხლში დაემატა დ², ე¹ და ვ¹ ქვეპუნქტები, რომლებიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლებსა და თანაშემწეებს, მინისტრთა მოადგილეებს, მინისტრთა მრჩევლებსა და თანაშემწეებს უკავშირებს შესაბამისი თავმჯდომარის ან მინისტრის უფლებამოსილების ვადას.

  2. 23-ე მუხლის „დ 1“ ქვეპუნქტში ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების კომიტეტების თავმჯდომარეთა თანაშემწეები შეიცვალა კომისიების თავმჯდომარეთა თანაშემწეებით.

  3. მე-2 პუნქტს დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელთა თანაშემწეების უფლებამოსილების ვადით მიღების შესახებ.

  4. 23-ე მუხლის პირველ პუნქტში „გ“ ქვეპუნქტი გაფართოვდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნითა და სამდივნოს მოხელით, ხოლო „გ1“ ქვეპუნქტით დაემატა ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მოხელე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁶11¹⁷11⁴35334550303215181123
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სახელმწიფო…ფულის გათეთრებისა და ტ…საჯარო დაწესებულებაში …