მეწარმეთა შესახებ

მუხლი 7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საჯაროობა

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

დავით მაისურაძეანა შავარდენიძელაშა სოზაშვილი

1.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამ რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისათვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში . ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

2.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საფასურის გადახდის გარეშე.

3.რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

4.თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ, სააგენტო მიმართავს უფლებამოსილ პირს/ორგანოს ამ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. თუ უფლებამოსილი პირი/ორგანო ასევე ვერ ახორციელებს ამ პირთა იდენტიფიცირებას, მარეგისტრირებელი ორგანო ამონაწერს ამზადებს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეესტრებში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში ამონაწერში ასევე აისახება ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 19

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-664-635-20162017-03-02245
    დიდი პალატადიდი პალატა

    შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?

    დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.

  • №ას-559-20192019-12-0446
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    როგორ ადგენს სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და ამოწმებს მის წინაპირობებს?

    ბანკი მოითხოვდა საკრედიტო დავალიანების სოლიდარულად გადახდას და იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციას. დავა შეეხებოდა, მათ შორის, მოვალის ჩანაცვლების სამართლებრივ ბუნებას და უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის წინაპირობებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა მოთხოვნის საფუძვლის დადგენის მეთოდი და მიიჩნია, რომ მოცემული შეთანხმებით სოლიდარული ვალდებულება არ წარმოშობილა. სასამართლომ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის აქვს მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის მიმართ?

    ნ.ბ–ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლებითაც საზოგადოების დირექტორის ცვლილება დარეგისტრირდა და მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასაკმარისად ჰქონდა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურდა. სასამართლომ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სუბსიდიურობაზე და მოთხოვნის დაზუსტების ან მიკუთვნებითი მოთხოვნის შესაძლებლობის შემოწმების აუცილებლობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნიშნავს თუ არა პარტნიორთა კრების ოქმის სამეწარმეო რეესტრში არარსებობა, რომ მას იურიდიული შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს?

    დავა შეეხებოდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად აღდგენას და საწესდებო კაპიტალში ოცი პროცენტის წილის განსაზღვრას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ შეაფასა პარტნიორობიდან გასვლის შესახებ ნების გამოვლენასთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის დაწყება უკავშირდება იმას, თუ როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო პირს უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო შესაბამისი გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ეკისრება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სამეწარმეო რეესტრის საჯაროობას პარტნიორის გარიცხვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასებისას?

    მოსარჩელე მოითხოვდა პარტნიორთა კრების ოქმებისა და საზოგადოებაში წილის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. ქვედა ინსტანციებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს, მათ შორის, პარტნიორის გარიცხვის შესახებ ოქმების გასაჩივრების ხანდაზმულობის გამო. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა სამეწარმეო რეესტრის საჯაროობაზე და არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების თაობაზე. საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის არის აღიარებითი სარჩელი დაუშვებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობის გამო?

    მოსარჩელე კომპანია მოითხოვდა მისი ანაბრების მესამე პირის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დადებული გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესისა და მიკუთვნებითი სარჩელის მიმართ მისი სუბსიდიურობის კრიტერიუმები. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით უნდა გამოკვლეულიყო ბანკის დამოკიდებულება დირექტორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიმართ და მოსარჩელეს უნდა მისცემოდა მოთხოვნის დაზუსტების საშუალება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხული მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამ რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამონაწერის მომზადებისათვის დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში . ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში რეგისტრირებული შეზღუდვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საფასურის გადახდის გარეშე. 3. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა. 4. თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ, სააგენტო მიმართავს უფლებამოსილ პირს/ორგანოს ამ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. თუ უფლებამოსილი პირი/ორგანო ასევე ვერ ახორციელებს ამ პირთა იდენტიფიცირებას, მარეგისტრირებელი ორგანო ამონაწერს ამზადებს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეესტრებში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში ამონაწერში ასევე აისახება ინფორმაცია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა (პირებისა) და რეგისტრირებული პარტნიორის/დამფუძნებლის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 15 ივლ. 2011 – 27 ივლ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
  3. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2010

    7 მუხლის პირველ პუნქტში გაფართოვდა რეესტრის ამონაწერის შინაარსი, ხოლო შპს-სა და კომანდიტური საზოგადოებისთვის დაემატა პარტნიორთა წილების შესახებ ინფორმაცია.

  4. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-7 მუხლში რეესტრის მონაცემთა გამოყენების წესი შეიცვალა საჯაროობით, ამონაწერის დაუყოვნებლივ გაცემითა და უტყუარობის პრეზუმფციით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹10712928327656368137
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…