საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 59¹. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს მისი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. ამ პირს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი.

2.ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად განაახლოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, შეაჩეროს მისი მოქმედება ან გააუქმოს ის.

3.ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც იგი ახორციელებს.

4.სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დგინდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ თავისი ფუნქციების დელეგირების წესი და ამ წესისგან გამონაკლისი შემთხვევები.

5.სააგენტო ახორციელებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას თავის მიერ დამტკიცებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება.

7.ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სავალდებულო სერტიფიცირების შემთხვევები (მათ შორის, გამონაკლისი შემთხვევები) განისაზღვრება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით.

8.ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 მაი. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60¹6¹13³78⁴1371¹8101863459¹
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სარკინიგზო…ტრანსპორტის სფეროს მარ…საავტომობილო ტრანსპორტ…ტურიზმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა