საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1)

რედაქცია №1კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2024

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამდელთან ტარდება გასაუბრება და შესაბამისი ტესტირება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები.

2.შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას, ხოლო მისი შევსებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სამსახურს სავალდებულო წესით წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) პირადობის, დაბადების, ქორწინების (არსებობის შემთხვევაში), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს; ბ) ახლო ნათესავების პირადობის, დაბადებისა და ქორწინების (არსებობის შემთხვევაში) მოწმობების, გარდაცვალების ცნობის ასლებს; გ) ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან; დ) ცნობას სასწავლებლიდან (სტუდენტის შემთხვევაში); ე) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ფოტოსურათებს ზომით 3X4 და 9X12 (2-2 ეგზემპლარსა და ელ. ვერსიას); ზ) პირადი საქმის სრულყოფისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებს სამსახურის მოთხოვნით.

3.კანდიდატმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად, სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლებიც დაუბრუნდება ასლების დედნებთან შედარების შემდეგ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁹11³111629414377601411124 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო შესყიდვების…პროკურატურის შესახებთავდაცვის კოდექსი