საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1)

რედაქცია №1კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2024

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულებით.

2.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა და დათხოვნა ხორციელდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეები სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით, შესაბამის თანამდებობაზე და შესაბამისი ანაზღაურებით.

4.სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ხორციელდება ცვლიანი (სამ დღეში − ერთი დღე) სამსახურის სახით.

5.სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საკონტრაქტო მოსამსახურეები გარკვეული ვადით შეიძლება გადაყვანილ იქნენ დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე.

6.სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლო) შემთხვევაში, თავისუფალ ცვლაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია, სასწრაფოდ გამოცხადდეს სამუშაო ადგილას. თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და იმოქმედოს ბრძანების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811¹⁶11²⁴1430¹27761077711145178 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს ფინანსთა ს…