ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 7. შეღავათები

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

2.მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით: ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას; ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.

3.პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.

4.განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2918 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.118 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4678 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ივნ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2011

    მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში 60%-ის გამოთვლის ბაზად ახლა I კატეგორიის მოსაკრებელია, ხოლო ახალი მე-4 პუნქტი სოციალური ჭრის შეშისთვის ადგენს IV კატეგორიის განაკვეთს.

  2. · გამოქვეყნდა 22 აპრ. 2010

    მე-7 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად სანიტარიული ჭრის განმახორციელებელი სამასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ს იხდის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86557⁴5364554637357
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი რესურსებით ს…ადგილობრივი მოსაკრებლე…მოსაკრებლების სისტემის…სალიცენზიო და სანებართ…წყლის რესურსების მართვ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა