საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 14. პირის გამოკითხვა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთან დაკავშირებით ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას; გ) პირი ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე იმყოფება; დ) პირი სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ადგილზე იმყოფება; ე) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ მოსამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.

3.პირს უნდა განემარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3634³211319212052151816123514
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ფულის გათეთრებისა და ტ…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა