საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 54. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ამ პირს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნს) 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით.

2.საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ის და მისი ოჯახის წევრები ვალდებული არიან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვონ საქართველო, თუ მათი საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ამ პირს წერილობით (ქართულ ენაზე და მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნს) 3 სამუშაო დღის ვადაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის და „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მითითებით. 2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ის და მისი ოჯახის წევრები ვალდებული არიან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვონ საქართველო, თუ მათი საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხი რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁴21¹¹⁵21¹¹⁸1052¹51¹5341¹764632654
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…უცხოეთში მცხოვრები თან…უცხოური გავლენის გამჭვ…