Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 17

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 17. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:გარემოზე ზემოქმედების შეფასებაადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.თუ საქმიანობა აკმაყოფილებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას გასცემს განაცხადის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 120 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 80 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, იღებს გადაწყვეტილებას  საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

2.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას  სააგენტომ მხედველობაში უნდა მიიღოს: ა) საექსპერტო კომისიის დასკვნა; ბ)  საქმიანობის განხორციელების ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და გარემოზე ზემოქმედების  შეფასების შედეგები (შესაბამის შემთხვევაში); გ)  გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები; დ)   გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე  ზიანის  პრევენცია და შერბილება; ე)  დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი  მოსაზრებები და შენიშვნები; ვ) საქმიანობის/დანადგარის ტექნიკური/ეკონომიკური მახასიათებლები, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული მდგომარეობა, ასევე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასადგენად საჭირო სხვა მონაცემები.

3.სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემიდან, გადახედვიდან ან განახლებიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

4.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო აღნიშნულ ნებართვას ძალადაკარგულად აცხადებს.

4¹.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს ამ ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

5.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  ფორმა  მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

6.საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა არ იყო უზრუნველყოფილი ან სხვაგვარად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქმიანობა აკმაყოფილებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას გასცემს განაცხადის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 120 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 80 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, იღებს გადაწყვეტილებას  საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 2.  ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას  სააგენტომ მხედველობაში უნდა მიიღოს: ა) საექსპერტო კომისიის დასკვნა; ბ)  საქმიანობის განხორციელების ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და გარემოზე ზემოქმედების  შეფასების შედეგები (შესაბამის შემთხვევაში); გ)  გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები; დ)   გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე  ზიანის  პრევენცია და შერბილება; ე)  დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი  მოსაზრებები და შენიშვნები; ვ) საქმიანობის/დანადგარის ტექნიკური/ეკონომიკური მახასიათებლები, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული მდგომარეობა, ასევე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასადგენად საჭირო სხვა მონაცემები. 3. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემიდან, გადახედვიდან ან განახლებიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო აღნიშნულ ნებართვას ძალადაკარგულად აცხადებს. 4 1 . ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს ამ ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 5. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  ფორმა  მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 6. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა არ იყო უზრუნველყოფილი ან სხვაგვარად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივლ. 2026
  2. 4 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • გარემოსდაცვითი ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 2 ცვლილება · ბოლო 2 ივლ. 2026
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 13მუხლი 14მუხლი 19მუხლი 2მუხლი 30წყლის რესურსების მ… 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 16ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.  საჯარო განხილვა
  • 20ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  სხვა პირისთვის გადაცემა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა
  • 12გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 9 (დანართი 1)სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹249 (და…1539141811131923016201617
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…წყლის რესურსების მართვ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…განსაკუთრებული მნიშვნე…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026