Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 26

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 26. სადრენაჟო სისტემა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.

2.სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან: ა) ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა, რომელიც აკმაყოფილებს ქვედა სადრენაჟო ფენისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სადრენაჟო მილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მინერალური საფარის ფენიდან ან გეომემბრანიდან  ზედაპირული წყლების შეგროვებას და გაყვანას.

3.სადრენაჟო სისტემამ უნდა გაუძლოს რეკულტივაციის ფენის დატვირთვასა და ზემოქმედებას და გააგრძელოს ფუნქციონირება ტკეპნისა და დაშლის შედეგად ნარჩენების მასის დაწევის პირობებში.

4.სადრენაჟო სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ: ა) გაუძლოს 10%-ზე მეტი ალბათობის მქონე ინტენსიური ნალექების შედეგად ჩამოყალიბებულ ზედაპირულ ჩამონადენს; ბ)  უზრუნველყოს ნაკადის სტაბილურობა; გ) იყოს ცვეთაგამძლე; დ) აკმაყოფილებდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სისტემის ზამთრის პირობებში ოპერირების მოთხოვნებს; ე) აკმაყოფილებდეს დაუბინძურებელი წყლისა და ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების  კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით წვიმისა და შეგროვილი წყლის ეფექტიანად გადინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

5.ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავმზიდი სატვირთო მანქანების სამოძრაო გზების გარშემო უნდა მოეწყოს სადრენაჟო არხები ან ამრიდი ბერმები, რომლებიც შეასრულებენ ნაგავსაყრელის პოტენციურად დაბინძურებული ადგილებიდან ზედაპირული და ატმოსფერული წყლების მიღების ფუნქციას.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 15წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა
  • 21სანიტარიული დაცვის ზონები
  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები

საზღვაო კოდექსი

  • 70—

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 28წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 3ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 21ნაგავსაყრელის კატეგორიები
  • 5ნარჩენების
  • 22ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
70115215332152229132826
მნიშვნელობით ახლოსწყლის შესახებსაზღვაო კოდექსიწყლის რესურსების მართვ…ნიადაგის დაცვის შესახე…ნარჩენების მართვის კოდ…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025