Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 8

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8. ნებართვის მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:ადმინისტრაციული წარმოებადაბინძურების კონტროლინარჩენების მართვარეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებართვის მისაღები განაცხადი „ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნარჩენების მართვის კოდექსით  დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას განმცხადებლის და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ, თუ ისინი სხვადასხვა პირები არიან; ბ)  ნაგავსაყრელის კატეგორიას, განსათავსებელი ნარჩენების კოდებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად და საერთო რაოდენობას; გ) ნარჩენების განთავსების ადგილზე განსათავსებელი ნარჩენების საპროექტო მოცულობას, ასევე ნაგავსაყრელის უჯრედების საპროექტო მოცულობას; დ) ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილის აღწერას, მათ შორის ადგილმდებარეობა, GIS კოორდინატები, ტოპოგრაფიული, ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები (წარმოდგენილი შესაბამისი კვლევების შედეგებით); ე) დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მეთოდებს; ვ) ოპერირების, მონიტორინგის და კონტროლის გეგმას; ზ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმას; თ) ნაგავსაყრელის მოწყობის საპროექტო გეგმებს, ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის აღწერას, სექციებისა და უჯრედების მოწყობისა და ოპერირებისას მათი გამოყენების სავარაუდო თანმიმდევრობას და ნუმერაციას; ი) ნარჩენების მიღებისა და შემოწმების პროცედურებს; კ) ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების დეტალურ აღწერას.

2.სამინისტრო  გასცემს  ნებართვას, თუ  დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: ა) პროექტი აკმაყოფილებს ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და შეესაბამება ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) გათვალისწინებულია პერსონალის სისტემატური შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური სწავლება; გ) ნაგავსაყრელის ოპერირების ფაზაში მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების შესამცირებლად.

3.კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკის მიზნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვის მოთხოვნის შემთხვევაში. თავი I I . ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

რედაქციების შედარება

1. მუხლინებართვის 8.მისაღები გარემოსდაცვითიგანაცხადი გადაწყვეტილების„ მისაღებიგარემოზე განაცხადისზემოქმედების შინაარსინებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნარჩენების მართვის კოდექსით  დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას განმცხადებლის და წარსადგენინაგავსაყრელის ინფორმაციაოპერატორის 1.შესახებ, გარემოსდაცვითითუ გადაწყვეტილებისისინი მისაღებისხვადასხვა განაცხადიპირები გარემოსდაცვითიარიან; შეფასებისბ)  ნაგავსაყრელის კოდექსითაკატეგორიას, განსათავსებელი ნარჩენების კოდებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების მართვისნუსხის კოდექსითგანსაზღვრისა დადგენილდა მოთხოვნებთანკლასიფიკაციის ერთადშესახებ“ უნდასაქართველოს მოიცავდეს:მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად და საერთო რაოდენობას; გ) ნარჩენების განთავსების ადგილზე განსათავსებელი ნარჩენების საპროექტო მოცულობას, ასევე ნაგავსაყრელის უჯრედების საპროექტო მოცულობას; დ) ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილის აღწერას, მათ შორის ადგილმდებარეობა, GIS კოორდინატები, ტოპოგრაფიული, ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები (წარმოდგენილი შესაბამისი კვლევების შედეგებით); ე) დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მეთოდებს; ვ) ოპერირების, მონიტორინგის და კონტროლის გეგმას; ზ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმას; თ) ნაგავსაყრელის მოწყობის საპროექტო გეგმებს, ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის აღწერას, სექციებისა და უჯრედების მოწყობისა და ოპერირებისას მათი გამოყენების სავარაუდო თანმიმდევრობას და ნუმერაციას; ი) ნარჩენების მიღებისა და შემოწმების პროცედურებს; კ) ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების დეტალურ აღწერას. 2. სამინისტრო  გასცემს  ნებართვას, თუ  დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: ა) პროექტი აკმაყოფილებს ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და შეესაბამება ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) გათვალისწინებულია პერსონალის სისტემატური შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური სწავლება; გ) ნაგავსაყრელის ოპერირების ფაზაში მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების შესამცირებლად. 3. კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკის მიზნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვის მოთხოვნის შემთხვევაში. თავი I I . ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2025
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარე რეკლამის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • გარემოს ნებართვის აპელაციასერვისის გვერდი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-08-07
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410629215112013121632²98
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადგილობრივი თვითმმართვ…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025