„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 27 (დანართი 1). რე კულტივაციის ფენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეკულტივაციის ფენის ფორმა/სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ მისი ტერიტორიის გამოყენების მიზნებს (რეკრეაცია და სხვ.).

2.რეკულტივაციის ფენასთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა და ბიოლოგიურმა პროცესებმა უნდა უზრუნველყონ ნაგავსაყრელის თხემისა და ფერდების დაცვა გრავიტაციით, ქარის მოქმედებით, წვიმისა და ზედაპირული ჩამონადენით გამოწვეული ეროზიული პროცესებისგან.

3.დახურული ნაგავსაყრელის ზედაპირისა და ნარჩენების განთავსების ზონებს გარეთ არსებული სხვა ტერიტორიების ზედაპირის მდგრადობის უზრუნველყოფა და ნაგავსაყრელების ბიოლოგიური რემედიაცია ხორციელდება რეგიონისთვის დამახასიათებელი ბალახეულის, ბუჩქნარისა და ხეების ისეთი ადგილობრივი სახეობების გაშენებით, რომლებიც გამოირჩევიან ეროზიასთან ბრძოლის უნარით, დეკორატიული მახასიათებლებით და გამძლეობით იმ  ნივთიერებების მიმართ, რომელებიც შეიძლება მოხვდეს ატმოსფერულ ჰაერსა და ნიადაგში ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან. შერჩეულმა სახეობებმა არ უნდა დააზიანონ ზედაპირის საიზოლაციო სისტემის გაუმტარი მინერალური ფენის მთლიანობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
510710315 (დ…12 (დ…21 (დ…7775102727 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნიადაგების კონსერვაციი…კანონი საქართველოს საბ…ნიადაგის დაცვის შესახე…დაცული ტერიტორიების სი…ქარსაფარი (მინდორდაცვი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა