Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებმუხლი 11³

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

მუხლი 11³. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023
თემები:მედიკამენტების რეგულირებააფთიაქიობიექტის ლიცენზირებასპონსორობაჯანდაცვის ტრანზაქციებიტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან / და ქმედებას , რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა .

2.აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ( პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული ) , მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა .

3.მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით და შემდეგი პირობების დაცვით : ა ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება ბეჭდური სახით , ის უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას : „ გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას , გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს “; ბ ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება არაბეჭდური სახით , გამაფრთხილებელი მითითება უნდა გახმოვანდეს ; გ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში , როდესაც შესაძლებელია მისი როგორც ვიზუალურად აღქმა , ისე გახმოვანება , გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ჩანდეს ( იკითხებოდეს ) არანაკლებ სამი წამის განმავლობაში და ასევე უნდა გახმოვანდეს .

4.რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით , რომ სარეკლამო ტექსტი შეესაბამება ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას .

5.დაუშვებელია , ფარმაცევტული პროდუქტის სარეკლამო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდებოდეს ამ პროდუქტის გამოყენების მომხმარებლისათვის განკუთვნილ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებებისაგან .

6.დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი , ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების , ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და პარასამკურნალო საშუალების სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა .

7.ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა თავისუფალია და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულისა .

8.სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის მონიტორინგს ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით .

9.რეკლამად არ ითვლება : ა ) ფარმაცევტული პროდუქტის მარკირება , ინსტრუქცია ; ბ ) საქმიანი კორესპონდენცია ; გ ) ფაქტოგრაფიული , ინფორმაციული ხასიათის პროსპექტი და საცნობარო მასალა , თუ მათში ასახული ინფორმაცია შეეხება მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტის ცვლილებას ან / და სიფრთხილის ზომებს ; დ ) ჯანმრთელობასთან ან / და დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია , თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობაზე ; ე ) სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება .

10.პირველი და მეორე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების , ასევე საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება დაუშვებელია . საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 მაი. 1997 – 15 ოქტ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11²შემდეგი მუხლი 11⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რეპუტაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეპუტაციული რისკის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არაეთიკური რეკლამა / მომხმარებლის მოტყუება (მუხლი 219)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მცდარი რეკლამის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №30

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11²ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფებად დაყოფა რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით
  • 4¹ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები
  • 11⁸დაინტერესებული პირის მიერ შეტყობინების ვალდებულება საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა მარკირებით პირველად შემოტანის შემთხვევაში

რეკლამის შესახებ

  • 9ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა
  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა
  • 12სოციალური რეკლამა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 11საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა
  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

მაუწყებლობის შესახებ

  • 69¹პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება
  • 63ზოგადი დებულებანი

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²4¹11⁸98²1269¹631137711³
მნიშვნელობით ახლოსრეკლამის შესახებწამლისა და ფარმაცევტულ…ნარკოტიკული საშუალებებ…ადამიანის ორგანოთა გად…მაუწყებლობის შესახებადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026