Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეკლამის შესახებმუხლი 9

რეკლამის შესახებ

მუხლი 9. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მედიკამენტების რეგულირებაჯანდაცვის ტრანზაქციებიობიექტის ლიცენზირებასპონსორობატელემედიცინასაკვები და სასმელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა.

2.აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული), მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა.

3.მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია რეკლამის ტექსტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ კომპეტენტურ სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით და შემდეგი პირობების დაცვით: ა) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება ბეჭდური სახით, ის უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას: „გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს; ბ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება არაბეჭდური სახით, გამაფრთხილებელი მითითება უნდა გახმოვანდეს; გ) ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მისი როგორც ვიზუალურად აღქმა, ისე გახმოვანება, გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ჩანდეს (იკითხებოდეს) არანაკლებ 3 წამის განმავლობაში და ასევე უნდა გახმოვანდეს.

4.რეკლამის ტექსტის  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ კომპეტენტურ სამსახურთან წინასწარი შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო ტექსტი შეესაბამება ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას.

5.დაუშვებელია, ფარმაცევტული პროდუქტის სარეკლამო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდებოდეს ამ პროდუქტის გამოყენების მომხმარებლისათვის განკუთვნილ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებებისაგან.

6.დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და პარასამკურნალო საშუალების სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა.

7.ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა თავისუფალია და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულისა.

8.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კომპეტენტური სამსახური ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის მონიტორინგს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.

9.რეკლამად არ ითვლება: ა) ფარმაცევტული პროდუქტის მარკირება, ინსტრუქცია; ბ) საქმიანი კორესპონდენცია; გ) ფაქტოგრაფიული, ინფორმაციული ხასიათის პროსპექტი და საცნობარო მასალა, თუ მათში ასახული ინფორმაცია შეეხება მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტის ცვლილებას ან/და სიფრთხილის ზომებს; დ) ჯანმრთელობასთან ან/და დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობაზე; ე) სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

10.პირველი და მეორე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების, ასევე საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება დაუშვებელია. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1775 - სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1587 - სსმI, №26, 27.08.2009წ., მუხ.150 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3068 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 ივლ. 2018
  2. 15 ოქტ. 2009· გამოქვეყნდა 27 აგვ. 2009

    მე-9 მუხლი მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბდა: ძველი აკრძალვები შეიცვალა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის განმარტებით, ჯგუფების მიხედვით აკრძალვებითა და დასაშვებობის პირობებით, წინასწარი შეთანხმებით, ინსტრუქციასთან შესაბამისობის მოთხოვნით და დაემატა მე-6–მე-10 პუნქტები.

  3. 14 იან. 1999

    მე-5 პუნქტის აკრძალვა ახლა ეხება სავაჭრო ობიექტების აბრებზე დიაბეტისა და სხვა დაავადებების ხსენებას; პუნქტის ძველი ჩამონათვალი ა)–ვ) ქვეპუნქტებით ტექსტში აღარ არის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8³შემდეგი მუხლი 9¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არაეთიკური რეკლამა / მომხმარებლის მოტყუება (მუხლი 219)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მცდარი რეკლამის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის ლოკალიზაცია და UX ადაპტაცია ქართული ბაზრისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები შეცდომაში შემყვანი რეკლამის გამო1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მაუწყებლობის შესახ… 63

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეკლამის შესახებ

  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა
  • 8¹სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა
  • 12სოციალური რეკლამა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11³ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა
  • 11²ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფებად დაყოფა რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით
  • 4¹ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 11საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა
  • 16სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება
  • 31სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალური ბლანკის შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 7რეკლამის აკრძალვა

მაუწყებლობის შესახებ

  • 69¹პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 5ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
511³11²4¹8²8¹126369¹11163179
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებწამლისა და ფარმაცევტულ…რეკლამის შესახებნარკოტიკული საშუალებებ…ადამიანის ორგანოთა გად…სამედიცინო და ფარმაცევ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026