Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებმუხლი 16

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

მუხლი 16. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაცია

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023
თემები:აფთიაქიმედიკამენტების რეგულირებაპროფესიული ლიცენზირებატელემედიცინაბრენდის დაცვასამედიცინო სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას ახორციელებენ ავტორიზებული აფთიაქი , აფთიაქი ( სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ) , საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი .

2.ავტორიზებული აფთიაქი ექვემდებარება სანებართვო კონტროლს და მასში დაშვებულია პირველი , მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია , აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის ოფიცინალური ან მაგისტრალური რეცეპტით მომზადება .

3.აფთიაქში ( სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ) დაშვებულია მეორე და მესამე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია , ხოლო საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში – მხოლოდ მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია . ამასთანავე , შესაძლებელია იყოს როგორც განცალკევებული , იზოლირებული აფთიაქი ( სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ) ცალკე შესასვლელით , ისე საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში განთავსებული აფთიაქი ( სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი ) იზოლირებული ფართობის სახით .

4.ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალს ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის ( გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა ) საცალო რეალიზაცია სოფლისა და დაბის ტიპის დასახლებაში .

5.ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი .

6.ნებართვას არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება , რომელიც სამედიცინო მომსახურების ნაწილია .

7.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისათვის ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობები და ამ პროდუქტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

8.აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ბაზარსა და ბაზრობაზე , აგრეთვე ღია ტიპის სავაჭრო ობიექტიდან და არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან .

9.აკრძალულია ამ კანონის 11 2 მუხლის მიხედვით პირველი და მეორე ჯგუფებისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების არასრულწლოვანთათვის მიყიდვა.

10.აკრძალულია შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაყიდვა: ა) პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის; ბ) მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის.

11.აკრძალულია ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაცია ან/და საცალო რეალიზაცია (გარდა იმპორტთან, ექსპორტთან ან/და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციებისა) მის რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.08.2004წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149 საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №907 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 13 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2013

    16 მუხლს დაემატა ორი აკრძალვა: პირველი და მეორე ჯგუფის პროდუქტების არასრულწლოვანთათვის მიყიდვა (მე-9 პუნქტი) და მათი ურეცეპტოდ გაყიდვა (მე-10 პუნქტი).

  2. 27 აგვ. 2004

    მე-16 მუხლს დაემატა 11 პუნქტი ფარმაცევტულ დაწესებულებასა და ექიმს შორის რეალიზაციის გაზრდისკენ მიმართული ფინანსური ურთიერთობების აკრძალვის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა (მუხლი 246)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციის ბრალდება (მუხლი 197)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტელეფარმაცია სამართლებრივი მომსახურებასერვისის გვერდი
  • ფარმაცევტული სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №30

  • 2 ცვლილება · ბოლო 20 აგვ. 2013
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11²

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37⁷მუხლი 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 17ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორისადმი წაყენებული მოთხოვნები
  • 11²ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფებად დაყოფა რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით
  • 37¹ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის რეგულირებასთან  დაკავშირებული პასუხისმგებლობის საფუძვლები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 28სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია
  • 25სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა
  • 29სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაცია

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 5ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეები
  • 3სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები
  • 6სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები

რეკლამის შესახებ

  • 9ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 109თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 26³ფარმაცევტული საწარმო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53611²37⁷381737¹926³28252910916
მითითებამნიშვნელობით ახლოსწამლისა და ფარმაცევტულ…ნარკოტიკული საშუალებებ…სამედიცინო და ფარმაცევ…რეკლამის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026