წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია: ა) მიიღოს საირიგაციო მომსახურება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე; გ) დაასახელოს კანდიდატი და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე; დ) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ; ე) მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით იმ პირთან შედარებით, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

2.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია: ა) დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური; ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის მიწის ნაკვეთზე დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომელი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებელი მათ ტექნიკასა და აღჭურვილობასთან ერთად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად; გ) დაიცვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები; დ) მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²62435441110131451212
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…სამომხმარებლო კოოპერაც…ელექტრონული კომუნიკაცი…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა