წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძესალომე ოსეფაშვილი

1.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად.

2.პირი, რომელიც 1 წელზე მეტი ვადით ფლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, უფლებამოსილია ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებით აღნიშნული უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში.

3.პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სარგებლობაში ჰქონდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგაც. შეუსრულებელი ვალდებულებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე არ გადადის.

4.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეუწყდება/შეუჩერდება: ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს; ბ) პირს, რომლიც ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას; გ) პირს, რომელიც ფლობს საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას; დ) პირს, რომელსაც სახელმწიფომ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადასცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4541519712251013153811
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…სასმელი წყლის მიწოდები…სამომხმარებლო კოოპერაც…წყლის რესურსების მართვ…კანონი საქართველოს საბ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა