პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 21

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

პროფესიული კავშირის დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან,  მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან ურთიერთობები 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობები რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში.

3.პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან) და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4.საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში არსებული მშრომელთა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანო არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული კავშირის კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად.

5.სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III. პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19610918373526710111621
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …საქართველოს შრომის კოდ…სამომხმარებლო კოოპერაც…არქიტექტურული საქმიანო…საჯარო სამსახურის შესა…შემოქმედ მუშაკთა და შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა