საზღვაო კოდექსი

მუხლი 198

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბერბოუტ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მხარეთა დასახელება; ბ) ხელშეკრულების მიზანი; გ) გემის სახელწოდება; დ) გემის აგების წელი; ე) გემის კლასი; ვ) ტვირთამწეობა და ტვირთტევადობა; ზ) ძრავების სიმძლავრე; თ) სვლის სიჩქარე და საწვავის ხარჯი; ი) გემით სარგებლობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამფრახტველს შეიძლება გადაეცეს გემის მფლობელის უფლება; კ) ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის შეტანის ოდენობა და ვადები; ლ) დამფრახტველისათვის გემის გადაცემის დრო და ადგილი; მ) დამფრახტველის მიერ გემის ეკიპაჟის არჩევის უფლება; ნ) ვის ეკისრება რეგისტრაციის ხარჯები; ო) სხვა აუცილებელი მონაცემები.

2.თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამფრახტველს, ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან ბერბოუტ-ჩარტერის მთელი დროით ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სუბბერბოუტ-ჩარტერი). ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91151861967327026741024184119198
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…ტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ფაქტორინგის შესახებსაზღვაო-სამაშველო სამს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა