საზღვაო კოდექსი

მუხლი 53

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.

2.საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს. ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში).

3.გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი. ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს.

4.ქონება (ნივთები), რომელიც (რომლებიც) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა, უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით, რომელიც გემის მართვას ახორციელებს.

5.გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას − ნავსადგურის კაპიტანს.

6.გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.

7.გემთმფლობელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე განახორციელოს გემზე გარდაცვლილი პირის ნეშტის გადასვენება საკუთარი ხარჯით.

8.თუ გემზე გარდაცვლილი პირი არ ექცევა ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გარდაცვლილის ახლობლებს არ აქვთ მისი ნეშტის გადასვენების საშუალება, გემის კაპიტანს უფლება აქვს, მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2460825454536319 (დ…21 (დ…18 (დ…202753
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა