Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 53

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 53. გემთმფლობელის ვალდებულებანი

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:საზღვაო ეკიპაჟისაზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოგემის რეგისტრაციადაბინძურების კონტროლისაზღვაო გადაზიდვების სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.STCW-ის კოდექსის A–I/14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ასეთ გემზე დასაქმებული ეკიპაჟის ყველა წევრი შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს. სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელ ან მმართველ კომპანიას, უზრუნველყოს: ა) მის გემზე დასაქმებული თითოეული მეზღვაურის მიერ ამ კანონითა და სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით გაცემული სათანადო სერტიფიკატის ფლობა; ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება ამ კანონის დებულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მის გემზე დასაქმებულ ყველა მეზღვაურთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მონაცემების მოწესრიგება და ხელმისაწვდომობა, იმ დოკუმენტებისა და მონაცემების ჩათვლით, რომლებიც შეეხება მეზღვაურის გამოცდილებას, წვრთნას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაკისრებულ მოვალეობებთან მისი კომპეტენციის შესაბამისობას; დ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ თავიანთი უშუალო მოვალეობებისა და გემზე არსებული იმ მექანიზმების, დანადგარების, ხელსაწყოების, პროცედურებისა და გემის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიური საქმიანობის დროს და ავარიულ სიტუაციაში მათ მიერ შესასრულებელ მოვალეობებთან; ე) მისი გემის პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი მოქმედებების ეფექტიანი კოორდინირება ავარიული სიტუაციის და იმ ფუნქციათა შესრულების დროს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას ან შეზღუდვას; ვ) მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის მიერ კონვენციის შესაბამისად მოთხოვნილი გადამზადებისა და საწვრთნელი კურსების გავლა; ზ) მის გემზე ეფექტიანი ვერბალური კომუნიკაციის მუდმივად არსებობის შესაძლებლობა SOLAS-ის კონვენციის შესწორებული რედაქციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

2.კომპანიამ გემის კაპიტანი, რომელსაც ეხება ეს კანონი, უნდა უზრუნველყოს წერილობითი ინსტრუქციით, რომლითაც განსაზღვრულია ის მეთოდები და პროცედურები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა გემბანზე ახლად დასაქმებულ ყოველ მეზღვაურს თავის მოვალეობათა შესრულებამდე მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს გემის აღჭურვილობა-დანადგარებს, მართვის პროცედურებს და მეზღვაურთა მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის. ამგვარი მეთოდები და პროცედურები უნდა მოიცავდეს: ა) გონივრული პერიოდის განსაზღვრას, რომლის განმავლობაშიც ყოველ ახლად დასაქმებულ მეზღვაურს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, გაეცნოს: ა.ა) მეზღვაურის მიერ გამოსაყენებელ სპეციალურ აღჭურვილობას; ა.ბ) გემის სპეციფი კ ურ ი ვახტის გაწევას, უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას, განსაკუთრებული სიტუაციის დროს გამოსაყენებელ პროცედურებს და სხვა ღონისძიებებს, რ ომლებიც მეზღვაურმა უნდა იცოდეს დაკისრებულ ი მოვალეობების ჯეროვნად შეს რულებისთვის ; ბ) მითითებას ეკიპაჟის მცოდნე წევრზე, რომელიც პასუხისმგებელი ა და უზრუნველყოფს, რომ ყოველ მა ახლად დასაქმებულ მა მეზღვაურ მა მიიღოს არსებითი ინფორმაცი ა მისთვის გასაგებ ენაზე.

3.კომპანი ა მ უნდა უზრუნველყო ს , რომ RO-RO სამგზავრო ტიპის გემზე დასაქმებულ კაპიტ ა ნს, ოფიცერს ა და სხვა პირს, რომლებსაც სპეციფი კ ური ვალდებულებები აქვთ , გავლილი ჰქონდეთ ზოგადი გაცნობის წვრთნა იმ უნარების შესაძენად, რ ომლები ც საჭიროა მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ჯეროვნ ად შესრულებისთვის, STCW-ის კოდექსის B-I/14 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით.

4.კომპანიამ გემზე უნდა უზრუნველყოს განგაშის განრიგის, SOPEP -ის (ნავთობით დაბინძურების საწინააღმდეგო გეგმა), ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს, ISM -ის კოდექსისა და SMC -ის (უსაფრთხო მართვის სერტიფიკატი) პროცედურების ხელმისაწვდომობა ქართულ და ინგლისურ ენებზე, სააგენტოს და ორგანიზაციის სხვა პუბლიკაციებთან ერთად, იმ ადმინისტრაც ი ული ინსტრუქციების ჩათვლით, რომლები ც გავლენას ახდენს გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია სა და ზღვ ის გარემოს დაცვაზე.

5.სააგენტო ვალდებულია კაპიტნის, ოფიცრის ა და რადიოოპერატორის ცოდნის განახლების მიზნით უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებ ათა ტექსტ ებ ი ს ხელმისაწვდომ ობა საქართველოს დროშით მცურავ ყველა გემზე.

6.თუ კომპანია ვერ შეასრულებს ამ კანონი თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM -ის კოდექ ს ის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორებამდე .

7.კაპიტანი და ეკიპაჟის წევრი ვალდებული ა რიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ი მოვალე ობები.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემების კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის ინსპექტირების მოთხოვნები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 27მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ
  • 33მეზღვაურთა მიერ ენის ცოდნის მიმართ წაყენებული მოთხოვნა
  • 55მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა

საზღვაო კოდექსი

  • 67—
  • 62—
  • 64—

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 19ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება
  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 17თევზსაჭერ გემზე ნორმატიული აქტების არსებობის უზრუნველყოფა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 7ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
676264273355141777192053
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025