Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 64

საზღვაო კოდექსი

მუხლი 64

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაზღვაო ეკიპაჟისაერთაშორისო საზღვაოდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს დროშით მცურავი გემი, რომელზედაც ეს თავი ვრცელდება, ვალდებულია ბორტზე ჰქონდეს: ა) მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად; ბ) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) პრაქტიკის კოდექსის უახლესი ვერსიის გამოცემის ასლი; საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსი (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი), აგრეთვე მეზღვაურის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება, რომელიც შეიძლება მიიღოს ან გამოაქვეყნოს სააგენტომ.

2.საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამუშაოები უნდა შესრულდეს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) დებულებების გათვალისწინებით.

3.კომპანია, გემთმფლობელი ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს გემის ოპერირებისთვის, ვალდებულია აღნიშნულ გემზე დანერგოს შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, ჯანმრთელობის მართვის პოლიტიკა და პროგრამა საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) მოთხოვნების შესაბამისად. ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს: ა) გემზე საწარმოო უბედური შემთხვევის, დაზიანებისა და დაავადების პრევენციის გონივრულ ზომებს, გარემოსდაცვითი ფაქტორებისა და ქიმიკატების მავნე გავლენის შემცირებისა და პროფილაქტიკის ზომებს, საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების რისკის შემცირების ზომებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემის აღჭურვილობის გამოყენებით; ბ) მეზღვაურთა ტრენინგს, ინსტრუქციებს საწარმოო უბედური შემთხვევის პრევენციისთვის, საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისთვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი განხორციელებით დაინტერესებული ყველა სხვა პირი; გ) ინსპექტირების, ანგარიშგებისა და ხარვეზის გამოსწორების შესაბამის პროცედურებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე გემზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების ფაქტების მოკვლევისა და ანგარიშგების პროცედურებს; დ) 18 წლამდე მეზღვაურთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის წესებს; ე) გემის კაპიტნის ან მის მიერ განსაზღვრული პირის სპეციფიკურ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროგრამის განსახორციელებლად; ვ) გემის უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობაში გემის ეკიპაჟის წევრთა დანიშნული ან არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის პროცედურებს; ზ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რისკის შეფასების პროცედურებს, რომლებიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი გემის შესახებ, აგრეთვე სააგენტოს მიერ გამოცემულ ინფორმაციას.

4.კომპანია, გემთმფლობელი ან საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერირებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოების კომიტეტის ჩამოყალიბება გემის ეკიპაჟის არანაკლებ 5 წევრისგან. აღნიშნული კომიტეტი საქმიანობას ახორციელებს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) დებულებების გათვალისწინებით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 63შემდეგი მუხლი 65

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის ინსპექტირების მოთხოვნები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო საზღვაო კონვენციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო უსაფრთხოების შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 2 ცვლილება · ბოლო 13 ივნ. 2023
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 67
  • 66
  • 374¹

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 27მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ
  • 55მოვალეობების შესრულებასთან შესაბამისობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი
  • 1კანონის მოქმედების სფერო

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 17თევზსაჭერ გემზე ნორმატიული აქტების არსებობის უზრუნველყოფა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁴საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 10 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114⁴6766374¹5327551710 (დ…2827164
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026