მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 49. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

1.მეზღვაური, რომელსაც აქვს მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისთვის ამ კანონითა და STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.იმ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აქვს საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, აისახება მეზღვაურის შესაბამის სამედიცინო მოწმობაში, რომელსაც ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს მხოლოდ სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაყალბებისგან დამცავი ნიშნის მქონე ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემა.

3.სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებს შეარჩევს მათ მიერ შერჩევის პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. შერჩევის პირობებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობისა და STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

4.შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია და სათანადო პირობები მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისათვის STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.

4¹.ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, მეზღვაური, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებული კომპეტენციის სერტიფიკატი საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამსახურისთვის, უფლებამოსილია ამ გემზე განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების თანახმად, თუ მას აქვს ამ სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.

5.მეზღვაური ვალდებულია კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემამდე ან განახლებამდე, აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მისი სერტიფიცირება მოითხოვება STCW-ის კოდექსის თანახმად, ჰქონდეს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობა.

6.მეზღვაურ ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში 30 წლის განმავლობაში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6644¹⁷67103761235671949
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა