მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის წევრის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები; ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

2.მეთევზე-მეზღვაურებმა, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა იცოდნენ ინგლისური ენა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა.

4.მართვის დონესა და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან 24 მეტრი და ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება.

5.კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდის ჩაბარებას, თუ მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალი ან იმავე დონისაა.

6.კანდიდატისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის წევრის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები; ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. 2. მეთევზე-მეზღვაურებმა, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა. 4. მართვის დონესა და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან 24 მეტრი და ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება. 5. კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდის ჩაბარებას, თუ მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალი ან იმავე დონისაა. 6. კანდიდატისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4724263025272829313233343536811
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა