საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²⁷. სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორი ან პარტნიორი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს განცხადებით სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, მის (მათ) მიერ დაკავებულ თანამდებობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) სამეწარმეო საზოგადოების ყველა ლიკვიდატორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს; ე) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი სავარაუდო ადგილების დასახელებებსა და მისამართებს, თითოეული მათგანის უპირატესობისა და ნაკლოვანების დასაბუთებას; ვ) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობას და მის (მათ) წერილობით თანხმობას; ზ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; თ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის (პირების) წერილობითი თანხმობა.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოების სხვა ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს) აცნობებს აღნიშნული განცხადების შესახებ და მისცემს საპროცესო ვადას პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო საკითხს გადაწყვეტს განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორთა მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი ადგილი და მათი შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №149 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3177¹⁷309³¹309²⁴309²⁵53 (და…857389564309²⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…ნარჩენების შეგროვების,…საქართველოს ადმინისტრა…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა