საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363⁴³. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2.სასამართლოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით შეიძლება მიმართოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.

3.საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ, რომელიც წარადგენს შუამდგომლობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ბ) იმის მტკიცებულება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა და დაიდო საერთაშორისო მედიაციის განხორციელების შედეგად, კერძოდ: ბ.ა) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის ხელმოწერა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებაზე; ბ.ბ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ განხორციელდა საერთაშორისო მედიაცია; ბ.გ) იმ დაწესებულების მიერ გაცემული დასტური, რომელიც ახორციელებდა საერთაშორისო მედიაციის ადმინისტრირებას; ბ.დ) ამ ნაწილის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებების არარსებობისას – სასამართლოსთვის მისაღები ნებისმიერი სხვა მტკიცებულება.

4.სასამართლო უფლებამოსილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც იგი ამ კოდექსისა და კონვენციის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად საჭიროდ მიიჩნევს.

5.თუ სადავო საკითხი, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით, იგი უფლებამოსილია ამის დასამტკიცებლად გამოიყენოს აღნიშნული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება სათანადო საპროცესო კანონმდებლობისა და კონვენციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №146 · ძალაშია 8 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 8 ივლ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5363⁴⁴363⁴⁵363³⁰4421727110913¹13²13363⁴³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მედიაციის შესახებარბიტრაჟის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა