1.სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგება და უცხო ქვეყნის საჯარო ხასიათის დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება აღსრულებას, შუამდგომლობის საფუძველზე ამ კანონის 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად აღსრულდება.
2.შუამდგომლობა შეიძლება დაკმაყოფილებულ არ იქნეს, თუ აღსრულება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

