საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363⁴⁴. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო ამ კოდექსის 363 43 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს ამოწმებს მისთვის საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართვიდან 5 დღის ვადაში. სასამართლო  განმცხადებელს უდგენს იმ ხარვეზს/მიუთითებს იმ ხარვეზზე, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტაციის სისრულისთვის, და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ განცხადებას განუხილველად დატოვებს.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის დაუდგენლობის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება წარმოებაში მიღებულად ითვლება.

3.საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მიერ წარდგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ. აღნიშნული მხარე უფლებამოსილია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარადგინოს ამ კოდექსის 363 45 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.

4.საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ კოდექსის 363 45 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან საამისოდ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 30 დღეში. სასამართლო უფლებამოსილია საქმე ამავე ვადაში განიხილოს ზეპირი მოსმენით, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და საკითხის გადაწყვეტას.

5.სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინებასთან ერთად საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეს გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

6.საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

7.საერთაშორისო სამედიაციო მორიგება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №146 · ძალაშია 8 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 8 ივლ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
921¹¹⁵21¹¹⁶91⁸363⁴³363⁴⁵363³¹6013¹13²937363⁴⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მედიაციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…საერთაშორისო დაცვის შე…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა