საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 33. საბაჟო დავის წარმოება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

4.სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.

5.საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

7.გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს, შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები იმავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

9.დავის პერიოდში ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

10.საბაჟო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება. წიგნი II ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები, საქონლის საბაჟო ღირებულება თავი V. ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. 4. სასამართლოში დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. 5. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. საბაჟო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეაჩეროს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას ან მისი აღსრულება შესაბამის პირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. 7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს, შეჩერებულად მიიჩნევა დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, მხოლოდ იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის გადახდის ნაწილში. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები იმავე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 9. დავის პერიოდში ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ჩერდება. 10. საბაჟო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება. წიგნი II ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები, საქონლის საბაჟო ღირებულება თავი V. ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²25425429629929715¹ (…17 (დ…17² (…41⁶37¹¹161641733
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა