Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 71

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:კომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

2.თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

3.თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.

4.თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

5.თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია.

6.თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება შეუძლებელს ხდის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დაცვას, საქმის განხილვის ვადა აღნიშნული უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი ვადით გაგრძელებულად ჩაითვლება. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №424 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო უწყებების ჩაბარება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73მუხლი 78

მიუთითებენ მასზე

მუხლი 422

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 73სასამართლო უწყების გაგზავნა
  • 70სასამართლო უწყება
  • 74შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 6¹საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების წესი
  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა
  • 21¹⁰⁸დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 59სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და სასამართლო უწყების პირისთვის ჩაბარების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 10დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 39შეტყობინება და მოწვევა

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 17¹სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁸1321¹⁰⁸17¹39737842270746¹20¹105971
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს საბაჟო კოდ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025