Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 10

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 10. დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

2.მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

3.საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა.

4.მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა: ა) პირადად ადრესატს; ბ) პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) პირის საქმიანობის ადგილზე არსებულ კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სარეგისტრაციო დოკუმენტებით ამ პირის იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

5.მატერიალური დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მატერიალური დოკუმენტის მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება, აგრეთვე ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.

6.საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

7.საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ პირი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

8.დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ამ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.

9.პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მატერიალური დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტზე რეაგირების ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოსთვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 2. მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა. 4. მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა: ა) პირადად ადრესატს; ბ) პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) პირის საქმიანობის ადგილზე არსებულ კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სარეგისტრაციო დოკუმენტებით ამ პირის იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. 5. მატერიალური დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მატერიალური დოკუმენტის მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება, აგრეთვე ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღი. 6. საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. 7. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ პირი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. 8. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ამ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს. 9. პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მატერიალური დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, აღნიშნულ დოკუმენტზე რეაგირების ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საბაჟო ორგანოსთვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 აპრ. 2023

    მე-10 მუხლის მე-7 ნაწილში საჯაროდ გავრცელების უფლება მიენიჭა დავის განმხილველ ორგანოსაც და წესი გაიყო არაფიზიკური და ფიზიკური პირების მიხედვით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 13საბაჟო ორგანოსთვის დოკუმენტისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა
  • 86დამატებითი საბაჟო დეკლარაცია
  • 15წარმომადგენლის უფლებამოსილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

მეწარმეთა შესახებ

  • 18მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 71სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები
  • 73სასამართლო უწყების გაგზავნა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 22¹სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 26ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26871734417 (დ…20¹22¹911138615261810
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…კონკურენციის შესახებმეწარმეთა შესახებგადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026