კონკურენციის შესახებ

მუხლი 20¹. კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2.დოკუმენტის პირისთვის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.

3.პირისთვის ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება მისი პირველად ჩაბარების თარიღი.

4.პირისთვის დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენისას ამ პირის მიერ მის ჩაბარებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

5.პირს დოკუმენტი შეიძლება გაეგზავნოს ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით.

6.პირისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის  მიერ მისი მიღების დადასტურების შემთხვევაში.

7.სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაჰბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, მისი ოჯახის წევრს ან მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ პუნქტის მიზნებისთვის ადრესატის ოჯახის წევრებად ითვლებიან მასთან მუდმივად მცხოვრები ახლო ნათესავები, მათ შორის: მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი შვილიშვილი, ნებისმიერი სხვა სრულწლოვანი პირი (მიუხედავად ადრესატთან ნათესაური კავშირისა), რომელიც მასთან ერთად საერთო საოჯახო საქმიანობას ეწევა.

8.თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წერილობითი დოკუმენტის გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტო ვერ აბარებს მას ადრესატს, ადრესატი უარს აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტით მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს დოკუმენტის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ატვირთვის შესახებ თხოვნა, რის შემდეგაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დოკუმენტის ადრესატისთვის გაგზავნას. ამ შემთხვევაში დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან.

9.თუ მხარეს სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება ვერ ჩაჰბარდა ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება ან/და ბრძანება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მაი. 2012 – 1 აპრ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    ახალი 20¹ მუხლი ადგენს სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნის, ჩაბარების მომენტისა და ჩაბარებულად მიჩნევის წესებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის გავლით და ვებგვერდზე გამოქვეყნებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17¹4³3918474736¹445822¹107²20¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა