Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 73

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:კომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345677¹7²8

1.სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

1¹.( ამოღებულია – 28.12.2011, №5667 ).

2.ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

3.დეპეშით დაბარების შემთხვევაში, სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

4.(ამოღებულია).

5.ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.

6.მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით.

7.თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

7¹.თუ სასამართლოში დასაბარებელი პირი სხვა მუნიციპალიტეტშია (რაიონშია, ქალაქშია) და მისთვის სასამართლო უწყების დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ადრესატისათვის უწყების ჩაბარება დაავალოს შესაბამის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც იმყოფება დასაბარებელი პირი. ამ მიზნით საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაუგზავნოს შესაბამის სასამართლოს უწყება ან აცნობოს მას უწყების შინაარსი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დავალების მიმღები სასამართლო გამოწერს უწყებას დავალების მიმცემი სასამართლოს სახელით. დავალებას ასრულებს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. დავალების მიმღები სასამართლო ვალდებულია, დავალების მიმცემ სასამართლოს აცნობოს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზები ან მის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ და გაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტი ტექნიკური ან სხვა საშუალების გამოყენებით.

7².თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს სასამართლო უწყება საზღვარგარეთ უნდა ჩაჰბარდეს, ამისთვის სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები. სასამართლო უზრუნველყოფს სასამართლო უწყების საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცენტრალური ორგანოს მეშვეობით გაგზავნას.

8.ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1701 - სსმ I, №29, 12.10.2009წ., მუხ.184 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6988 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №424 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო უწყებების ჩაბარება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 70

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70მუხლი 71მუხლი 74

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 71სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები
  • 70სასამართლო უწყება
  • 72სასამართლო უწყების შინაარსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა
  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების წესი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 6¹საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 39შეტყობინება და მოწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 7²შეტყობინებების, გადაწყვეტილებების ან/და სხვა დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი

კონკურენციის შესახებ

  • 20¹კორესპონდენციის ჩაბარების წესი და პროცედურა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 44მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 17¹სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 10დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1321¹¹⁸17¹39707174726¹4420¹107²73
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს შინაგან სა…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025