რეკლამის შესახებ

მუხლი 8³. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება და აბრის განთავსება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება; ბ) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილზე ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული არის მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობა; გ) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა; ამასთანავე, ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვ. მ-ს არ აღემატება და იგი აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე; დ) აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

2.დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება. ეს აბრა 10 კვ. მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელება ნებადართულია მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან/და სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსებით ან/და მოთამაშეთა (სპორტულ ღონისძიებაში/შეჯიბრებაში მონაწილეთა) უნიფორმაზე განთავსებით.

4.წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის საფუძველზე ჩასატარებელი გათამაშების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით, გავრცელება დაუშვებელია, თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაცემულია აზარტული თამაშობის ორგანიზატორზე, ტოტალიზატორის ორგანიზატორზე, ლოტოს ორგანიზატორზე ან/და ბინგოს ორგანიზატორზე,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება; ბ) აღნიშნული რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის,  ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1188 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2588 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1826 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 18 თებ. 1998 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი და მე-4 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებში ვებგვერდის აღწერა ახლა მოიცავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების როგორც ორგანიზებას, ისე საერთაშორისო ორგანიზებას.

  2. · გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43158⁵176⁵1761328116393 (დ…105¹ …648³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებგადასახადების ადმინისტ…ლატარიების, აზარტული დ…სათამაშო ბიზნესის მოსა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა