Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 36¹

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 36¹

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშებისპორტული ორგანიზაციებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით.

4.შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები.

5.შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული.

6.საქართველოს ფინანსთა მინისტრი ადგენს მოთხოვნებს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ.

7.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

8.თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.

9.ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით .

10.ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინსათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელთან და მის კონტრაქტორთან/აგენტთან განსათავსებელი მოწყობილობისთვის/აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის (საოპერაციო საფასური), ტოტალიზატორის ორგანიზატორისთვის POS ტერმინალის მიწოდებისთვის.

11.შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასურის/საფასურების სახეობები, ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3901 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3900 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

  3. 19 აპრ. 2005 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    მე-2 პუნქტში კონტროლდადებულ ნებართვის მფლობელთა წრე გაფართოვდა სამი სახის საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებით; მე-8 პუნქტში სისტემის შემოწმებისა და ავტორიზაციის სერტიფიკატის წესი ვრცელდება ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მაძიებელზე/მფლობელზეც.

  2. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  3. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აზარტული თამაშების უკანონო მოწყობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აზარტული თამაშების სამართალისერვისის გვერდი
  • ონლაინ აზარტული თამაშებისერვისის გვერდი
  • ონლაინ აზარტული თამაშების რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 3 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 24²
  • 7
  • 11

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 33¹ (დანართი 1)სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 98 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი
  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 3სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94363424²71133¹ (…93 (დ…98 (დ…336¹
მნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…გადასახადების ადმინისტ…სათამაშო ბიზნესის მოსა…ლიცენზიებისა და ნებართ…სალიცენზიო და სანებართ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026