ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 38

რედაქცია №49 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია).

2.ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნდეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში.

3.ლიცენზიის მფლობელი (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი ლიცენზიის ნებართვად გადაფორმების თაობაზე, ლიცენზია, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და იმ დოკუმენტთა განახლებული ვარიანტი, რომელთაც გასული აქვთ მოქმედების ვადა.

4.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტაციას ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გასცემს ნებართვას (სამორინეებისა და ლატარიების გარდა). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ სხვაობა ლიცენზიის აღების დროს გადახდილ მოსაკრებლის ოდენობასა და ამ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის.

5.ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები ძალადაკარგულად ითვლება.

6.ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადით.

7.2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ინფორმირება ამ კანონით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ.

8.2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრებზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის განსაზღვრა.

9.ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2610 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.450 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1126 - სსმ I, №6, 26.03.2009 წ., მუხ.22 საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4083 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. (ამოღებულია). 2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება შეუნარჩუნდეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში. 3. ლიცენზიის მფლობელი (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი ლიცენზიის ნებართვად გადაფორმების თაობაზე, ლიცენზია, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და იმ დოკუმენტთა განახლებული ვარიანტი, რომელთაც გასული აქვთ მოქმედების ვადა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტაციას ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გასცემს ნებართვას (სამორინეებისა და ლატარიების გარდა). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ სხვაობა ლიცენზიის აღების დროს გადახდილ მოსაკრებლის ოდენობასა და ამ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის. 5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები ძალადაკარგულად ითვლება. 6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადით. 7. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ინფორმირება ამ კანონით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ. 8. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრებზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის განსაზღვრა. 9. ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლის 1 2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულება. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2610 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.450 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1126 - სსმ I, №6, 26.03.2009 წ., მუხ.22 საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4083 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 ივლ. 2015
  2. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია (ფონდის დაფუძნების ვალდებულება), ხოლო მე-2 პუნქტში ძველი ლატარიის ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს უფლება უნარჩუნდებათ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამარჯვებულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ორი თვის განმავლობაში.

  3. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    38-ე მუხლს დაემატა გარდამავალი მე-7 პუნქტი ფინანსთა სამინისტროს ინფორმირების ვალდებულებაზე და მე-8 პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეომეთვალყურეობის წესის განსაზღვრაზე, ორივე 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

  4. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტში ლატარიის ლიცენზიებისა და ნებართვების ვადა 2006 წლის 1 იანვრიდან გადატანილია ეროვნული ლატარიის ფონდის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე; დანარჩენი ცვლილებები ტექსტის ფორმულირებას ეხება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71930²522²385⁶19720¹37¹10¹1738
მითითებამნიშვნელობით ახლოსლატარიების, აზარტული დ…სალიცენზიო და სანებართ…ნავთობისა და გაზის შეს…სამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №49 · ბოლოს შემოწმდა