თამბაქოს კონტროლის შესახებ

მუხლი 10¹. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2025
თემები:რეკლამა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას , გაუქმებას , მასში ცვლილების შეტანას , უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ).

2.სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით.

3.აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

4.აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა, აგრეთვე სასმლისა.

5.აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.

6.სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.

7.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია : ა ) შესაბამისი დაწესებულების ( მეწარმე სუბიექტის ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ; ბ ) დოკუმენტები , რომლებითაც დასტურდება , რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში , შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით , ექნება ცალკე შესასვლელი , სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა - ნაგებობაში ; გ ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე ; დ ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე ) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის ( დასაქმებულებისთვის ) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე .

8.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 29 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 დეკ. 2019 – 1 ოქტ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2010 – 1 დეკ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10¹ მუხლის მე-4 პუნქტში გამონაკლისი ახლა „ა.ბ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიგარასა და სიგარილას მოიცავს; „სასმელისა“ შეიცვალა „სასმლისა“-ით.

  2. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹25325381919¹310²8171411212510¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…თამბაქოს კონტროლის შეს…სამხედრო და ორმაგი დან…ლატარიების, აზარტული დ…საქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა