1.საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა, რომელიც განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3.სავალდებულოა, ამ მუხლით გათვალისწინებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდეს სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისთვის საბანკო გარანტიებს, რომელთა ოდენობები და გამოყენების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბანკო გარანტიების ოდენობები განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით.
4.ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად იხდის მოსაკრებელს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
5.ლატარიის ორგანიზატორს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება ეძლევა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3142 - სსმ I, №18 31.05.2006 წ., მუხ.136
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3968 - სსმ I, №48 22.12.2006 წ., მუხ.332
საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №709 - სსმ I, №37, 17.12.2008 წ., მუხ.239
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1126 - სსმ I, №6, 26.03.2009 წ., მუხ.22
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2182 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.296
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5138 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა, რომელიც განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.3. სავალდებულოა, ამ მუხლით გათვალისწინებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდეს სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისთვის საბანკო გარანტიებს, რომელთა ოდენობები და გამოყენების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბანკო გარანტიების ოდენობები განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით.4. ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად იხდის მოსაკრებელს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.5. ლატარიის ორგანიზატორს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება ეძლევა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3142 - სსმ I, №18 31.05.2006 წ., მუხ.136საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3968 - სსმ I, №48 22.12.2006 წ., მუხ.332საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №709 - სსმ I, №37, 17.12.2008 წ., მუხ.239საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1126 - სსმ I, №6, 26.03.2009 წ., მუხ.22საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2182 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.296საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5138 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5385 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №39 · ძალაშია 1 იან. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 10
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011
მე-8 პუნქტში რეზერვირების უფლება ახლა თითოეული გათამაშების საპრიზო ფონდის ნაწილს ეხება და რეზერვი მომდევნო გათამაშებებში განცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს უნდა შეადგენდეს.
მე-6 მუხლს დაემატა მე-5–მე-8 პუნქტები ბილეთის უფასოდ მიწოდების, მხარდაჭერის მიზნით მიყიდვის, წამახალისებელი გათამაშებისგან განსხვავების და საპრიზო ფონდის რეზერვირების შესახებ.
პირველ პუნქტში ბიუჯეტში გადასახდელი თანხა ახლა რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტია, რომლის ოდენობასაც ადგენს მთავრობა, მაქსიმალური ოდენობისა და 20-პროცენტიანი მინიმუმის ნაცვლად. ამოღებულია მე-3 პუნქტი (დელეგირების აკრძალვა) და მე-4 პუნქტი (სარეკლამო-მარკეტინგული ლატარიების გამონაკლისი).
· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009
მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია ბოლო წინადადება, რომელიც მომდევნო წლის ბიუჯეტში სპორტისა და კულტურის განვითარების სახსრებისთვის ლატარიის შემოსავლის 75 პროცენტის მინიმუმს ადგენდა; ტენდერში გამარჯვებულის განსაზღვრისა და 20 პროცენტიანი მინიმალური გადასახდელის წესი უცვლელია.
მე-6 მუხლის პირველ პუნქტში ლატარიას ახორციელებს უშუალოდ ტენდერში გამარჯვებული პირი, თანხა მთლიანად ბიუჯეტში ირიცხება და დადგენილია ბიუჯეტში სპორტისა და კულტურისთვის სახსრების მინიმუმი (75 პროცენტი); მე-2 პუნქტით ტენდერის წესსა და პირობებს მთავრობა ამტკიცებს.
მე-6 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც სარეკლამო-მარკეტინგული მიზნით ჩატარებულ ლატარიებს ამ მუხლის წესისა და შეზღუდვების მოქმედების სფეროდან გამორიცხავს.
პირველ პუნქტში ფონდი შეიცვალა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირით როგორც ლატარიის განმახორციელებელ პირად, ისე დელეგირების სუბიექტად; მე-2 პუნქტში 20 პროცენტი ფონდში გადარიცხვის ნაცვლად ამ პირის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის მიზნებს მოხმარდება.
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ლატარიის ტენდერში გამარჯვებულ პირს ახლა ორმხრივი ვალდებულება აქვს: რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 7 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში და 20 პროცენტი ფონდში. ადრე მხოლოდ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20 პროცენტი მიემართებოდა ფონდში.