ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტუბერკულოზი – გადამდები დაავადება, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს და რომელიც ყველაზე ხშირად ჰაერის გზით ვრცელდება/გადაეცემა; ბ) ფილტვის ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის ფილტვს; გ) ფილტვგარეშე ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია აზიანებს ადამიანის სხვა ორგანოს, გარდა ფილტვისა; დ) რეზისტენტული ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ერთი ან ერთზე მეტი წამლის მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა) ლაბორატორიული მეთოდებით არის დადასტურებული; ე) რეგულარული ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის ფორმა, რომლის დროსაც დაავადების გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია ექვემდებარება პირველი რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობას; ვ) პაციენტი – პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხოელი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი), რომლის მდგომარეობა შესაბამისმა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა განსაზღვრა, როგორც ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა ან ფილტვის ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა; ზ) ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა – მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება სასუნთქი სისტემის დაზიანების სიმპტომები, რაც, მაღალი ალბათობით, ტუბერკულოზითაა გამოწვეული; თ) ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა – მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტს დაუდასტურდა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადების დიაგნოზი შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით; ი) ტუბერკულოზის გადამდები ფორმა – ტუბერკულოზის მიკობაქტერიების გარემოში გამოყოფით მიმდინარე ფილტვის ტუბერკულოზი, რომელიც ტუბერკულოზის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებით განსაზღვრული ბაქტერიაგამოყოფის ლაბორატორიული გამოკვლევებით დგინდება; კ) სკრინინგი – პირთა გამოკვლევა დაავადების ნიშნების გარეშე, ფარულად მიმდინარე დაავადების გამოსავლენად; ლ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა – ტუბერკულოზით დაავადებული პირის განკურნებისათვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელებული სამედიცინო და სხვა ჩარევების ერთობლიობა; მ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი; ნ) ახლო კონტაქტი – ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტის კონტაქტი ოჯახის წევრთან (მშობელთან, მეუღლესთან, შვილთან, დასთან, ძმასთან, პაციენტთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთან) ან დახურულ სივრცეში სხვა პირთან კონტაქტი დღის განმავლობაში, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით განსაზღვრული პერიოდულობითა და ხანგრძლივობით; ო) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ჟ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეული – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3122 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი II ტუბერკულოზის კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵¹26¹34803311112424
მითითებამნიშვნელობით ახლოსტუბერკულოზის კონტროლის…საქართველოს ადმინისტრა…აივ ინფექცია/შიდსის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა