Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატუბერკულოზის კონტროლის შესახებმუხლი 11

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

მუხლი 11. ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018
თემები:პიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა არის ბაქტერიაგამოყოფის გამოკვლევა, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ნახველის ნაცხის მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევებით ან/და მოლეკულური ტესტით იდენტიფიცირება.

2.ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს: ა) პირმა (საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა), რომელმაც სამედიცინო დახმარების მისაღებად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს მიმართა და რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარება შესთავაზა; ბ) პირმა (საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა), რომელიც ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში იმყოფება; შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის პირად, რომელიც ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში იმყოფება, მიიჩნევა ამ კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; გ) პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული პერიოდულობით; დ) პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა და მკურნალობდა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა შეწყვიტა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების თაობაზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეთავაზება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს ამ პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში გამოვლენილ სიმპტომებს/ნიშნებს.

4.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს ამ კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოიძიებს აღნიშნული პაციენტის გამოკითხვის საფუძველზე.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პაციენტებს გამოავლენს და მათ სიას ადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პაციენტს მოიძიებს ცენტრი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

7.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პაციენტს ამავე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სთავაზობს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებას. ამ შეთავაზების მიზანია ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე პირის/პაციენტის თანხმობის მიღება. ეს შეთავაზება უნდა განხორციელდეს სპეციალური წერილობითი ფორმით ან ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ისე, რომ არ შეილახოს პირის/პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოობის უფლება და ეთიკის ნორმები.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალურ წერილობით ფორმას ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესს ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

9.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ვალდებულია ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით შეთავაზების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა.

10.თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში პირმა/პაციენტმა არ ჩაიტარა ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა ან უარი თქვა ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 24 საათის განმავლობაში ატყობინებს ამ ფაქტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს პირის/პაციენტის ბოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

11.საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით განმეორებით შესთავაზოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პაციენტს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარება.

12.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის განმეორებითი შეთავაზების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ჩაიტაროს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა.

13.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი არასრულწლოვანია, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული ამავე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს არასრულწლოვნის მშობლის ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით ახორციელებენ. ამასთანავე, არასრულწლოვნის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმად განიხილება მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უარის თქმა. არასრულწლოვნის მშობელი ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანა.

14.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ობიექტური მიზეზის გამო ვერ ცხადდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში, იგი უფლებამოსილია სთხოვოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს, უზრუნველყოს მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უზრუნველყოფს აღნიშნული პირის/პაციენტის შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანას.

15.თუ პირს/პაციენტს ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის შედეგად დაუდასტურდა ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევა, მას ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი მკურნალობა უტარდება.

16.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ამავე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ ვადაში კვლავ არ ჩაიტარებს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევას, ეს გარემოება განიხილება აღნიშნული პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმად.

17.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი ამავე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ ვადაში კვლავ არ ჩაიტარებს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევას, ეს გარემოება განიხილება აღნიშნული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმად, რაც არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების დაწყების საფუძველია. თავი V ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სილიკოზის სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შავი ფილტვის დაავადების სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-07-05 · №2

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 14მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 10ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა (გამოკვლევა)
  • 14არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანი და ზოგადი პრინციპები
  • 19პასუხისმგებლობის საფუძვლები

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 26¹—

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 80—

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 147¹სამედიცინო გამოკვლევა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 23სამედიცინო მომსახურება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁵¹ტერმინის განმარტება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 66დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 31სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
  • 15სპეციფიკური ინფექციების პრევენცია და კონტროლი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 107მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵¹26¹31158023147¹1071419421106611
მითითებამნიშვნელობით ახლოსტუბერკულოზის კონტროლის…პაციენტის უფლებების შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018