1.(ამოღებულია);
1¹.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო: ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას; გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას; დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას. [ 1 2 . ჩარჩოშეთანხმება იდება წერილობით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ხოლო ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში – ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა, გარდა ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2 1 . თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.
3.(ამოღებულია); 3 1 . ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამასთანავე, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ხორციელდება.
3².თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, მიმწოდებელი, რომელსაც წარდგენილი აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია, არ წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ერთიანი გარანტია. [ 3 2 . თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც წარდგენილი აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია არ წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ერთიანი გარანტია გამოიყენება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 3 3 . ერთიანი გარანტიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ერთიანი გარანტიის მფლობელს (პრინციპალს) წარმოეშობა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება, რასაც ერთიანი გარანტიის ბენეფიციარი შემსყიდველი ორგანიზაცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აცნობებს გარანტიის გამცემს (გარანტს).
4.ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5.მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5 1 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. [ 4. ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5.ეკონომიკურ ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობების შეცვლა: ა) დაუშვებელია, თუ ამ პირობების შეცვლის შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) დასაშვებია, თუ ეს პირობები იცვლება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად. 5 1 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 5 2 . (ამოღებულია).
5³.ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგალითად, ჩეკის ან ქვითრის) ან ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
6.(ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუ.ხ237 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5079 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

