სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 22. შესყიდვის შესახებ ანგარიში

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია).

2.(ამოღებულია).

2¹.ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3.(ამოღებულია).

3¹.შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. [ 3​ 1 . შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 4. შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

5.2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს. [ 5. 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 20 დღის ვადაში წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წარუდგენს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ.

7.სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით. [ 7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულებების/ჩარჩოშეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს შესყიდვის პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

9.(ამოღებულია).

10.გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 1​ 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. [ 10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების და ამ კანონის 21-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, აგრეთვე მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5560- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 დეკ. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 დეკ. 2026-დან

1. (ამოღებულია). 2. (ამოღებულია). 2 1 . ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. (ამოღებულია). 3 1 . შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. 4. შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში. 5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ. 7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით. [ 7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] 8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს შესყიდვის პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. 9. (ამოღებულია). 10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. [ 10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 1​ 1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5560- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026
  3. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  4. · გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  5. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010
  6. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტში ანგარიშის ადრესატი მთავრობის ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრია; 20-დღიანი ვადა და ეროვნული ბანკის გამონაკლისი უცვლელია.

  7. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  8. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    22-ე მუხლის ძველი ტექსტი ამოღებულია; ნაჩვენებ ნაწილში ის ჩანაცვლებულია ამოღების აღნიშვნით და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ანგარიშისთვის ოქმების დართვის მითითებით.

  9. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    22-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან დაწყებული მონაკვეთი ახლებურად ჩამოყალიბდა; ნაჩვენები ახალი ტექსტი შეიცავს მხოლოდ ფრაგმენტს „, მუხ237 , მუხ235 საქართველს“.

  10. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    22-ე მუხლში ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვის ანგარიშის ზღვრები გაიზარდა 100.000 და 200.000 ლარამდე, კვარტალური ანგარიშის ვადა 30 რიცხვზე გადავიდა; მიმოხილვას შემსყიდველები აქვეყნებენ, ხოლო საფინანსო ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები აწვდიან.

  11. 22-ე მუხლში ამოღებულია ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიში (მე-3 პუნქტის „ე“), მთავრობისთვის დიდი ღირებულების შესყიდვის ანგარიშს ახლა წერილობით 20 დღეში წარადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო სააგენტოს მონიტორინგის პრინციპებს დაემატა არადისკრიმინაციულობა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶21715¹910¹55265323229343422
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა