სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 30. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

მია ზოიძეირაკლი ღლონტიდავით მაისურაძე

1.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან/და დაზღვევის მოთხოვნა. გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 8 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები.

2.ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ, ხოლო დეტალური ინფორმაცია გარანტიის ან/და დაზღვევის პირობების შესახებ უნდა აისახოს სატენდერო დოკუმენტაციაში.

3.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან ან/და დაზღვევასთან დაკავშირებულ ყველა პირობას.

4.ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრედიტივის ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა.

5.გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

6.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის დაზღვევის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში დაზღვევის საგანი შეიძლება იყოს: საქონლის დაზიანება მისი წარმოების, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში და ამ დაზიანების შედეგად მიღებული ზარალი, მიმწოდებლის ან/და სუბკონტრაქტორის პერსონალი, მიმწოდებლის ან/და სუბოკნტრაქტორის ქონება, საკუთრება (სატრანსპორტო საშუალებები, ტექნოლოგიური დანადგარები, აღჭურვილობა და წარმოების სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების პროცესში), ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი, ხელშეკრულების შემსრულებლის ან ხელშეკრულების შესრულებაში მონაწილე პირის პროფესიული რისკი და სხვა.

7.შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს ისეთ დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება. თავი VI სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება და მონიტორინგი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 18 მაი. 2005

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁶10¹20⁸3842416114528703030
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო ვალის შესახ…სახელმწიფო შესყიდვების…ტურიზმის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა