Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 66

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 66. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვებიწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებიუსაფრთხოების კონტრაქტებიპროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებახელშეკრულებათა სამართალითეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

2.შესყიდვის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება სავალდებულო არ არის, თუ იგი იდება წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად, შემდეგ შემთხვევებში: ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საჯარო შესყიდვის ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებისას, აგრეთვე ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების ან ინტერნეტგვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და პროგრამული უზრუნველყოფის ან ლიცენზიის/ნებართვის შესყიდვის მიზნით; გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვის განხორციელებისას; დ) ლაბორატორიული მომსახურების არარეზიდენტი ეკონომიკური ოპერატორისგან შესყიდვისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბაზარზე შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია არ არსებობს ან არსებული ლაბორატორია ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის ხელშეკრულება ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტით ჩანაცვლდება. ეს დოკუმენტი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნულ დოკუმენტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება.

4.შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება დედანს. შესყიდვის ხელშეკრულებას/ჩარჩოშეთანხმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი იდება ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.

5.შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება გამარჯვებულ პრეტენდენტთან/პრეტენდენტებთან იდება შესყიდვის პირობებისა და მის/მათ მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. თუ შესყიდვის ხელშეკრულება წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად იდება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საჯარო შესყიდვის (შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების) მიმართ შეიძლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები დადგინდეს. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება იდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და ეკონომიკურ ოპერატორს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. თუ წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება სააგენტოს თანხმობით დაიდო, აუცილებელია აგრეთვე სააგენტოსთან შეთანხმებული პირობების დაცვა.

6.დაუშვებელია შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დასადებად მოწვევის/ წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შესახებ გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნების/ატვირთვის მომდევნო: ა) 10 დღის ვადაში – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს; ბ) 5 დღის ვადაში – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე: ა) შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება იდება ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად, აგრეთვე წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად დასადები შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია; ბ) შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადების უფლება მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მოიპოვა და არ არსებობს სხვა კანდიდატი/პრეტენდენტი, რომელსაც შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო შესყიდვის პროცედურის ან/და საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არსიდან გამომდინარე, დაფარულია საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ვინაობის, რაოდენობისა და წინადადებების შესახებ ინფორმაცია; გ) შესყიდვის ხელშეკრულება ჩარჩოშეთანხმების ან დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში იდება.

8.შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია დაამტკიცოს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების სტანდარტული ფორმა/ფორმები, რომელიც/რომლებიც შესაძლებელია სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აისახოს ელექტრონულ სისტემაში.

9.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, თავდაცვის ატაშეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლებზე, რომლებიც ვალდებული არიან შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნონ ელექტრონულ სისტემაში.

10.თუ ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №780 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (მონაცემთა გადაცემა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამომცემლობის კონტრაქტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-11-17
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 67შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა
  • 53შესყიდვის პირობები
  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 37გასაჩივრება სასამართლო წესით
  • 8განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
  • 20¹⁰ელექტრონული კატალოგი
  • 10²კონკურსი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165²⁰საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 210საპროცესო შეთანხმების დადება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 11მოთხოვნები სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165²⁰16¹20¹⁰10²21028378113367532666
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026