Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 67

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 67. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აქციებით ტრანზაქციებიშერწყმა და შეძენახელშეკრულებების განხილვატრანსსასაზღვრო მონაცემებისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურის გარეშე შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დასაშვებია ერთ ან რამდენიმე შემდეგ შემთხვევაში: ა) როდესაც საჭიროა დამატებითი საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა და თავდაპირველი მიმწოდებლის შეცვლა ერთდროულად: ა.ა) შეუძლებელია ეკონომიკური ან ტექნიკური მიზეზების გამო, კერძოდ, მისი შეცვლა შეუძლებელს ხდის თავდაპირველი შესყიდვის განხორციელებისას შეძენილ მოწყობილობასთან, დანადგართან ან მომსახურებასთან დაკავშირებით ურთიერთმონაცვლეობისა და ფუნქციური თავსებადობის მოთხოვნათა დაცვას; ა.ბ) მნიშვნელოვან სირთულეებს შექმნის ან შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებს არანაკლებ ორჯერ გაზრდის; ბ) როდესაც ერთდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები: ბ.ა) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა საჭირო გახადა იმ ფაქტორმა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, ან/და არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრული შეცვლილი გარემოებები; ბ.ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება არ მიიჩნევა არსებითად ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) როდესაც იცვლება თავდაპირველი მიმწოდებელი მთლიანი ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლეობის გამო, რაც გამოწვეული იყო ორგანიზაციული ცვლილებებით, მათ შორის, რეორგანიზაციით, შეძენით ან გადახდისუუნარობით, თუ უფლებამონაცვლე მიმწოდებელი აკმაყოფილებს თავდაპირველად განსაზღვრულ შერჩევის კრიტერიუმებს და აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს სხვა არსებით ცვლილებას; # დ) როდესაც შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების მიუხედავად, არ მიიჩნევა არსებითად ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ე) როდესაც ინფორმაცია შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების მიუხედავად, შესყიდვის პირობებში მკაფიოდ არის მითითებული და ეს ცვლილება არსებითი არ არის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუშვებელია შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) საჯარო შესყიდვაზე.

3.შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება არსებითად მიიჩნევა, თუ იგი: ა) შესყიდვის პირობებით თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, საჯარო შესყიდვაში სხვა ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობასაც შესაძლებელს გახდიდა ან არ გამოიწვევდა საჯარო შესყიდვაში მონაწილე ეკონომიკური ოპერატორების დისკვალიფიკაციას/მათი რაოდენობის შემცირებას; ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ეკონომიკურ ბალანსს ეკონომიკური ოპერატორის სასარგებლოდ ცვლის ისეთი გზით, რომელიც შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული; გ) გონივრულზე მეტად აფართოებს ან ამცირებს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ფარგლებს; დ) იწვევს თავდაპირველი მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული გზით შეცვლას.

4.თუ საჭიროა შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ცვლილების შეტანა, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურა.

5.შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება.

6.შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილება შეიტანება იმავე ფორმით, რომლითაც დადებულია შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება. ეს ცვლილება შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში შეტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

7.შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების ღირებულების ცვლილების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (მონაცემთა გადაცემა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების შეძენის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 398

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 53შესყიდვის პირობები
  • 68შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება
  • 66შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165²⁰საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24³ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი
  • 20⁹ჩარჩოშეთანხმება
  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
  • 27სახელმწიფო შესყიდვებიდან დისკვალიფიკაცია

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 17მომხმარებლის უფლებები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 25- ცვლილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165²⁰24³20⁹16¹398282327251753686667
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026