Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 20⁹

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20⁹. ჩარჩოშეთანხმება

რედაქცია №101 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასტარტაპის იურიდიული მომსახურებაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებამუსიკალური ინდუსტრიატრანსსასაზღვრო მონაცემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ჩარჩოშეთანხმება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა წინასწარ ცნობილი/განსაზღვრული არ არის. ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ჩარჩოშეთანხმების პირობებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს და ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ოპერატორებს შორის.

2.ჩარჩოშეთანხმების მოქმედების ვადა 4 წელს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული, ჩარჩოშეთანხმების საგნიდან გამომდინარე შემთხვევისა.

3.თუ ჩარჩოშეთანხმება ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ეკონომიკურ ოპერატორს მის წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების თხოვნით. დაუშვებელია ისეთი დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც ჩარჩოშეთანხმების პირობების არსებით ცვლილებას იწვევს.

4.თუ ჩარჩოშეთანხმება რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან არის დადებული, ხელშეკრულება იდება: ა) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვის გარეშე, თუკი ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ყველა პირობას და მიმწოდებლის შერჩევის ობიექტურ წესებს. ეს წესები გათვალისწინებული უნდა იყოს ჩარჩოშეთანხმებით; ბ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვით, თუკი ჩარჩოშეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოს შესრულების ყველა პირობას და ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის ობიექტურ წესებს; გ) ჩარჩოშეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული პროცესის ნაწილობრივ გამართვით, თუკი ჩარჩოშეთანხმება ითვალისწინებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა ჩარჩოშეთანხმებით იყო გათვალისწინებული. არჩევანი, თუ რომელი საქონელი, მომსახურება ან/და სამუშაო იქნება შესყიდული კონკურენტული პროცესის გამართვით ან მისი გამართვის გარეშე, ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრულ ობიექტურ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. ჩარჩოშეთანხმებით გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე პირობები, რომლებითაც შეიძლება კონკურენტული პროცესი გაიმართოს.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების წარდგენის გონივრულ ვადას ხელშეკრულების საგნის სირთულისა და წინადადებების წარსადგენად აუცილებელი ვადის გათვალისწინებით; გ) ეკონომიკური ოპერატორები წინადადებებს წერილობით წარადგენენ და ეს წინადადებები მათი წარდგენის ვადის ამოწურვამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; დ) ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ ოპერატორთან, რომელიც ჩარჩოშეთანხმებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდება.

6.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად არ შეისყიდოს ჩარჩოშეთანხმებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ ეს გათვალისწინებულია ჩარჩოშეთანხმების პირობებით.

7.ჩარჩოშეთანხმების ან მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

წინა მუხლი 20⁸შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კლიენტის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (მონაცემთა გადაცემა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელშეკრულებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საწარმოს ლიცენზიის ხელშეკრულებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №101

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 37ჩარჩოშეთანხმება
  • 50ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები
  • 67შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 57კოლექტიური ხელშეკრულება
  • 17გამოსაცდელი ვადა
  • 12შრომითი ხელშეკრულების დადება

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 6ხელშეკრულების მოქმედების ვადა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 612ხელშეკრულების ხანგრძლივობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 21საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 35ერთობლივი შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3521612129¹5717122362137506720⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს შრომის კოდ…ადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026